spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – როგორც კი “ამერიკული მათრახი” გამოჩნდება, ევროპაც ამას მიჰყვება, ეს არის გარდაუვალი

თან თავში ურტყამს “ოცნება” ამერიკას და თან ეუბნება ვიმეგობროთო. ასე იქცევიან “ჩმორები” და კალაძის “ჩმორია” ბლინკენი?!, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, “ოცნება” ამერიკას უტიფრად ექცევა და სჯობს თქვან, რომ არ უნდათ ამერიკასთან ურთიერთობა.

 

“ეკონომიკური სანქციები აქ იქნება წერტილოვანი, იმიტომ, რომ ისინი ფლობენ დიდ ინფორმაციებს და ყველაზე მტკივნეულ, ყველაზე ოდიოზურ წერტილებში აამოქმედებენ სანქციებს და ეს არის სწორი ტაქტიკა. 

 

ევროპა ელოდება ამერიკას. ევროპაში მაინც მოუქნელი ბიუროკრატიაა, მაგრამ როგორც კი “ამერიკული მათრახი” გამოჩნდება, ევროპაც ამას მიჰყვება. ეს არის გარდაუვალი. 

 

“ოცნებას” უნდა, ამერიკასთან უტიფრად მოიქცეს და ამას ვინ აპატიებს. ამას ჯობია თქვან, რომ – არ გვინდა ამერიკა. თან თავში ურტყამს “ოცნება”  ამერიკას და თან ეუბნება ვიმეგობროთო. ასე იქცევიან “ჩმორები” და კალაძის “ჩმორია” ბლინკენი?!”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები