spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გია ხუხაშვილი – სურათები შემოიტანო და ქონების გადასახადი არ გადაიხადო, ეს რაში ჯდება?!

კი, ბევრი კარგი აქვს გაკეთებული, ჩემთვისაც, სხვათა შორის, რისთვისაც მე მადლიერი ვარ, მაგრამ კარგი რა, სურათები შემოიტანო და ქონების გადასახადი არ გადაიხადო, ეს რაში ჯდება?!, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ფერწერულ ტილოებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილის ქველმოქმედებას რა ფასი უნდა ჰქონდეს, როდესაც გადასახადებზე ეკონომიას აკეთებს.

“ის, რომ ივანიშვილს სურათები საქართველოში გადმოაქვს, კარგია, ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ ამის წინააღმდეგი? სხვა საკითხია, რომ მას ქონების გადასახადის გადახდაც არ უნდა და ეს ძალიან სამარცხვინო ქმედებაა, მით უმეტეს, როდესაც არსებობენ ადამიანები სოციალურ გაჭირვებაში. ეს ისეთი სამარცხვინო საქციელია, ამას არ იკადრებს უკანასკნელი ადამიანი. ამის შემდეგ მის ქველმოქმედებას რა ფასი უნდა ჰქონდეს, როდესაც გადასახადებზე ეკონომიას აკეთებს. კი, ბევრი კარგი აქვს გაკეთებული, ჩემთვისაც, სხვათა შორის, რისთვისაც მე მადლიერი ვარ, მაგრამ კარგი რა, სურათები შემოიტანო და ქონების გადასახადი არ გადაიხადო, ეს რაში ჯდება?!”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები