spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – ვის მიუჩინა მაგან ადგილი? შემთხვევით ის კაცი არ გააბრაზოს, არ უყვარს იმას ასეთი რაღაცები

ვის მიუჩინა მაგან ადგილი?  ძალიან ბევრსაც ნუ აიღებს თავის თავზე, შემთხვევით ის  კაცი არ გააბრაზოს თავისი ამპარტავნებით, არ უყვარს იმას ასეთი რაღაცები, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა  Front News-ს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა, სადაც მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაამყარეს წესრიგი და ყველას კუთვნილი ადგილი მიუჩინეს. 

 

ხუხაშვილის თქმით, ღარიბაშვილი მხოლოდ პაიკია ოლიგარქის ხელში და მისი განცხადებები საინტერესეოა არაა. 

 

“ის საუბრობს ილუზიებზე ისე, რომ სისტემურ ცვლილებებზე საერთოდ არ საუბრობს.  სისტემური ცვლილებების გარეშე კი ეს ნათელი მომავალი ვერ დადგება,  ის ეჩხუბება მაცივარს, როდესაც საუბრობს ორნიშნა ზრდაზე ქაღალდზე,  მაცივარში კი საშუალო სტატისტიკურ ქართველს აქვს ორნიშნა კლება – ასეთ აბსურდში ვართ. რა უნდა თქვას ახალი? მას არც ფანტაზია და არც ინტელექტი აქვს შესაბამისი, რომ რაიმე ახალი თქვას.  რაც შეუძლია იმის მაქსიმუმს აკეთებს, რომ წაეპოტინოს ძალაუფლებას. 

 

ვის მიუჩინა ადგილი?  მაგის როლი იყო მეცამატე გოჭის როლი, ძალიან ბევრსაც ნუ აიღებს თავის თავზე, შემთხვევით ის  კაცი არ გააბრაზოს თავისი ამპარტავნებით, არ უყვარს იმას ასეთი რაღაცები. 

 

საერთოდ არ იცოდა,  მიხეილ სააკაშვილის საქართველოში რომ იყო ჩამოსული.  ვინ ეკითხება ღარიბაშვილს ვის რა ადგილს მიუჩენენ?!. არ ეკითხებოდნენ მაშინ, როცა ერთ გუნდში ვიყავით და  დღესაც არავინ ეკითხება. 

 

ჩვენ განვიხილავთ აბსურდს, ვიღაცამ აიღო და პაიკივით დადო, იმიტომ რომ ეს ჭირდებოდა”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები