spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – ვითარება წკიპზეა, უახლოეს ორ-სამ კვირაში სისტემის ჩამოშლა ცხადი გახდება

ვითარება წკიპზეა, უახლოეს ორ-სამ კვირაში სისტემის ჩამოშლა ცხადი გახდება. სისტემა გადავა საბოტაჟის რეჟიმში, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს შიშები აქვს და განსაკუთრებით რუსეთის.

“ბიძინა ცხოვრობს შიშების სამყაროში. მას ჩვენი ეშინია, დასავლეთის ეშინია, მაგრამ ყველაზე მეტად რუსეთის ეშინია იმიტომ, რომ მან გასცა გარკვეული გარანტიები და ახლა ვერ ასრულებს. რუსეთის გადაგდება მისთვის არის დიდი საფრთხის შემცველი, ეს მან იცის. დიდი სიამოვნებით გადააგდებდა, მაგრამ ის არ თვლის, რომ მან ეს მანევრი აქვს. რუსეთი სხვანაირად სჯის. თუ დასავლეთი სანქციებით სჯის, პუტინი პირდაპირ ლიკვიდაციით. გარკვეული აზრით, ბიძინა ჩვენი გადასარჩენია, ჩვენ ხომ მისი პირადი დრამა არ გვჭირდება.

სისტემაში არიან პროფესიონალები, რომლებსაც კითხვები აქვთ – ამ კაცმა ჩვენ როგორ უნდა მოგვხედოს, საკუთარ თავს ვერ უვლისო. შესაბამისად, სისტემის ჩამოშლის დაწყებაა. ვითარება წკიპზეა, უახლოეს ორ-სამ კვირაში სისტემის ჩამოშლა ცხადი გახდება. სისტემა გადავა საბოტაჟის რეჟიმში, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები