spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – ვურჩევდი, პროცესს მისცენ ხანგრძლივ წინააღმდეგობაზე გათვლილი ხასიათი, მჯდომარე მდუმარე აქციები, მასობრივი შიმშილობა და ა.შ

რა პროცესიც ახლა ვითარდება, ძალიან გავს იმას, რაც ხდებოდა რუსეთში და რაც პუტინის სრული გამარჯვებით და რეჟიმის ჩაბეტონებით დასრულდა, – წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

 

“რუსული ოპოზიციის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ ის ავიდა პოლიტიკური დაპირისპირების ტატამზე იმის იმედით, რომ დაღლიდა ხელისუფალს და სისტემა ჩამოიშლებოდა. სინამდვილეში, ეს აქტიური პროტესტი ხელისუფალმა გამოიყენა ძალის დემონსტრირებისთვის, აქეთ დაღალა და გამოფიტა ოპოზიცია. შედეგიც სახეზეა.

 

ჩვენი ოპოზიციაც იგივე გზას გადის დღეს. 

 

ვფიქრობ, რომ არჩეული ტაქტიკური ხაზი მაღალი ალბათობით იგივე შედეგით შეიძლება დასრულდეს.ამიტომ ვურჩევდი, რომ პროცესს მისცენ ხაზგასმით მშვიდობიანი და შესაბამისად უფრო ეკონომიური და ხანგრძლივ წინააღმდეგობაზე გათვლილი ხასიათი.

 

მაგალითად, მჯდომარე მდუმარე აქციები, მასობრივი შიმშილობა ყველა სახელმწიფო უწყებასთან და ა.შ.”, – წერს ხუხაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები