spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გია ნოდია – ამ მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული პარტიებს ექნებათ თუ არა საერთოდ ადგილი საქართველოში

შემოდგომაზე პარტიები გვექნება თუ არა, ეს არ ვიცით. ამ მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული პარტიებს ექნებათ თუ არა საერთოდ ადგილი საქართველოში, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ნოდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მხოლოდ ახალი პარტიების ნაკლებობა არ არის მთავარი დეფიციტი.

“შემოდგომაზე პარტიები გვექნება თუ არა, ეს არ ვიცით. ამ მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული პარტიებს ექნებათ თუ არა საერთოდ ადგილი საქართველოში. ის, რომ რაღაც ახალი პარტია გვაკლია, ეს არ არის ჩვენი მთავარი დეფიციტი. რაც შეეხება უშუალოდ ახალი მემარცხენე პარტიის დაფუძნებას, კი ბატონო, ბევრი მიესალმა ამას, მაგრამ ისიც უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ბევრი ასეთი სოციალისტური პარტია შექმნილა საქართველოში სხვადასხვა დროს, მაგრამ რაღაცნაირად ვერცერთი იქცა გავლენიან მოთამაშედ. ამ პარტიამაც ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ ის მართლა პარტიაა.

რაც შეეხება ივანიშვილს, ის ხვდება, რომ კარგ მდგომარეობაში არ არის. ცდილობს, ახალი რაღაცები მოიფიქროს. იმედი აქვს, რომ ჯარიმებით დააშინებს ხალხს. ხალხს იმის გამო აჯარიმებენ, რომ უბრალოდ აქციაზე მიდიან, სხვა შინაარსი არ არის. აქციაზე მისვლა ღირს 500 ლარი. მაგრამ ამანაც არ იმუშავა, როგორც გაზმა და წყლის ჭავლმა”, – განაცხადა გია ნოდიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები