spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ნოდია – ეს უფრო გასაგები და დამაჯერებელი გაერთიანება იქნება, იმიტომ, რომ ეს უკვე დიდი გაერთიანებაა

ეს უფრო გასაგები და დამაჯერებელი გაერთიანება იქნება, იმიტომ, რომ ეს უკვე დიდი გაერთიანებაა. ამაზე უფრო შეიძლება წარმოდგენა, რომ ესენი შეიძლება, იყვნენ ბირთვი ხელისუფლებისა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ერთობა მისაღებია.

“მათი ძირითადი ლოზუნგი და პოლიტიკური იდენტობა არის, რომ არც “ნაცები” არიან და არც “ქოცები” და რაკი ეს ამომრჩევლისთვის გასაგები ერთიანობაა, უკვე თავისთავად თუნდაც ამიტომ, კარგია ეს ერთობა. გარდა ამისა, ეს გაუძნელებს “ქართულ ოცნებას” იმის მტკიცებას, რომ ამ არჩევნებში ებრძვის “ნაციონალურ მოძრაობას”.

ჩემი აზრით, ეს უფრო გასაგები და დამაჯერებელი გაერთიანება იქნება, იმიტომ, რომ ეს უკვე დიდი გაერთიანებაა. ამაზე უფრო შეიძლება წარმოდგენა, რომ ესენი შეიძლება, იყვნენ ბირთვი ხელისუფლებისა”, – განაცხადა გია ნოდიამ.

16 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზარაძე და გახარია წინასაარჩევნოდ გაერთიანებაზე მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპის გასამართად ორბელიანების სასახლეში მიიწვია. 17 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე კი “ლელოს” ლიდერმა კიდევ ერთი დღე ითხოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები