დღევანდელმა ხელისუფლებამ პრორუსულ ძალებს თავისუფლად მოქმედების უფლება მისცა, სხვანაირად ვერ აიხსნება „ალტ-ინფოს“ მიერ რეგიონებში 90-მდე ოფისის გახსნა, – ამის შესახებ რეჟისორმა გია ჭანტურიამ განაცხადა.
მისი თქმით, ანალოგიას ხედავს წინა საუკუნის მოვლენებთან, რასაც დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციია მოყვა.
“ძალიან დიდი ანალოგიაა 1918-21 წლის საქართველოს პერიოდთან, 1920 წელს რუსეთმა საქართველოს აღიარების სანაცვლოდ მოითხოვა ორი რამ – სამხედრო ნეიტრალიტეტი და ქვყანაში კომუნისტებისათვის თავისუფალი მოქმედების საშუალების მიცემა. ასეც მოიქცნენ და ნეიტრალიტეტის გამოცხადების შემდეგ, სწორედ ამ მუშურ-გლეხური ძალის, კომუნისტების მოთხოვნის საფუძველზე შემოვიდნენ რუსები.
დღეს რა ხდება? ითხოვს ნეიტრალიტეტს და პრორუსული ძალებისათვის თავისუფლად მოქმედების უფლებას, რისი უფლებაც როგორც ვხედავ, დღევანდელმა ხელისუფლებამ მათ მისცა. სხვანაირად ვერ აიხსნება ალტ-ინფორ მიერ რეგიონებში 90-მდე ოფისის გახსნა. ამდენი ოფისი “ნაციონალური მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” არ აქვს, მგონი, ჯამში.
დიახ, დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ ძალას თავისუფალი მოქმედების უფლება მისცა, უფრო მეტიც, მათ ჟურნალისტების მკვლელობის უფლებაც მისცეს”, – განაცხადა გია ჭანტურიამ.
პრორუსული და ძალადობრივი ქმედებებით გამორჩეული დაჯგუფების „ალტ-ინფოს“ მიერ შექმნილი “კონსერვატიული მოძრაობა” რეგიონებში ოფისების გახსნას აგრძელებს. მათივე ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, გახსნილი აქვთ 90-მდე ოფისი.