ნურავის ექნება ილუზია, რომ თუ რამეს კიდევ დათმობენ, ისევ იმავეს არ გააკეთებენ. ერთადერთი გამოსავალი არის ამათი სამუდამოდ მოშორება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა გია ჭანტურიამ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” აქვს რუსული მმართველობა და ეს უნდა გამოააშკარავდეს.
“უნდა მოხდეს ამათი სააშკარაოზე გამოყვანა, ეს არის რუსული ტიპის მმართველობა, დღევანდელ პარლამენტში გადახედეთ მხოლოდ ფულით და კომპრომატითაა დაკავებული ხალხია.
ესენი ამას არ დათმობენ ასე იოლად, ამიტომ ინიციატივა მაშინაც გამოსვლების იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ყველა პარტია შეუერთდა, მაგრამ ნურავის ილუზია ნუ ექნება, რომ თუ რამეს კიდევ დათმობენ, იგივეს არ გააკეთებენ. ერთადერთი გამოსავალი არის ამათი სამუდამოდ მოშორება”, – განაცხადა გია ჭანტურიამ.