spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ცაგარეიშვილი – ბიძინა ივანიშვილისგან მტრის ხატის შექმნა უნდათ, მის წინააღმდეგ აწყვეტილი, აღვირახსნილი კამპანია მიმდინარეობს

“ქართული ოცნების“ წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ დრომდე, ხელისუფლებიდან ჩამოშორებიდან 10 წლის შემდეგაც კი, მარცხს ვერ ინელებს და მუდმივ რეჟიმში ცდილობს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისგან – ბიძინა ივანიშვილისგან, მტრის ხატი შექმნას.

 

“ივანიშვილის სრული დემონიზაცია ხდება, თქვენ ამას ატყობთ. უნდათ, რომ ამ ადამიანისგან მტრის ხატი შექმნან და მის წინააღმდეგ აწყვეტილი, აღვირახსნილი კამპანია მიმდინარეობს. ადრე თუ გვიან, ამას ამ ქვეყანაში წერტილი უნდა დაესვას. ბოლოსდაბოლოს, რით ვეღარ მოინელეს 10 წლის წინანდელი ეს მარცხი? მუდმივად უტრიალებენ ივანიშვილის თემას, მუდმივად ებრძვიან ამ ერთ ადამიანს, გაშმაგებით, ყველა მედიასაშუალების გამოყენებით, პოლიტიკური პარტიების ჩართულობით, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, აქტორების აქტიური ჩართულობით. ათი წელია, ეს ყველაფერი გრძელდება და ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს?ბოლოსდაბოლოს, აღარ დაიღალნენ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები