პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის სია უკვე არსებობს და ის 2013 წლის ივნისში სამეგრელოს სამალავებში აღმოაჩინეს.
“ცინიზმის მწვერვალია, როცა აი, ამგვარ სიებზე საუბრობენ. ამგვარი სია უკვე დიდი ხანია არსებობს, 2013 წლის ივნისის თვეში აღმოჩენილი იყო სამეგრელოს სამალავებში ეს სია, კასრებში. იყო საქაღალდე აღმოჩენილი და ამ საქაღალდეს პირდაპირ ეწერა დასაჭერების სია და იქ მეგის ქარდავას გვარიც იყო ნახსენები და ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო პირდაპირ “ნაციონალურ მოძრაობასთან”, მიხეილ სააკაშვილთან. ამ ადამიანის გარეშე არავითარი სია არ კეთდებოდა, ასე რომ, სააკაშვილის სია არსებობს.
ნუ იწვალებენ ეს ადამიანები, უბრალოდ შეიძლება გადაახალისონ, რამდენიმე ახალი გვარი შეიტანონ, ბატონ ბილს გაუგზავნონ და იქნება სააკაშვილის სია, ეს იქნება სააკაშვილის სია, ადამიანებისა, რომლებიც სიკვდილს გადარჩნენ, იმიტომ რომ მოხდა 2012 წლის 1 ოქტომბერი”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.