spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ვოლსკი – აღმოჩნდა, რომ თურმე, პარალელური დათვლები და ჩატარებული კვლევებია გაყალბებული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოჩნდა, რომ არა ცესკოს შედეგები, არამედ ხმების პარალელური დათვლისა და კვლევების შედეგები იყო გაყალბებული.

 

“ჩვენ ვიხილეთ გავეშებული, გააფთრებული შეტევა საზოგადოებაზე, სახელისუფლო სტრუქტურებსა და საარჩევნო ადმინისტრაციაზე, რათა შექმნილიყო ილუზია, რომ თითქოს, არჩევნები გაყალბდა. აღმოჩნდა, რომ თურმე, სწორედ პარალელური დათვლებია გაყალბებული და თან, მნიშვნელოვნად. აღმოჩნდა, რომ ჩატარებული კვლევებია გაყალბებული, თან მნიშვნელოვნად და არასწორი ციფრებია გამოქვეყნებული. აღმოჩნდა ისიც, რომ ოპოზიციის 12 თუ 13 ათას ოპოზიციის წარმომადგენელს ხელი აქვს მოწერილი ოქმებზე და ამის გაყალბება შეუძლებელია”, – აცხადებს ვოლსკი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები