spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ვოლსკი – ახალი ფორმაციის ლიდერად ბარამიძე და გვარამია მოიაზრებიან

“ნაცმოძრაობაში“ ერთი და მეორე ფრთა არსებობს, რომელთა ლიდერები ერთმანეთისგან მხოლოდ ფიზიკური ფორმებით განსხვავდებიან, ეს იქნება ნიკა მელია თუ ლევან ხაბეიშვილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

 

მისივე თქმით, მელიასა და ხაბეიშვილის იდეა და შინაგანი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ ერთი და იგივეა.

 

“მელიას მეტი დამსახურება აქვს შეტევის ორგანიზებაში პარლამენტზე თუ ცესკოზე, თუმცა მისი მხრიდან შედეგი ვერ დადგა და ხაბეიშვილმა თქვა, მე უფრო მეტი შედეგის დაყენება შემიძლიაო და ამ ნიშით იყო არჩეული. მათ შორის სხვა რაიმე განსხვავება არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ.

 

ბარამიძის განცხადება კი იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის ფრთის ჩამოყალიბება მიმდინარეობს ან დაიწყება და ამ ახალი ფორმაციის ლიდერად ბარამიძე და გვარამია მოიაზრებიან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები