spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გია ვოლსკი – ახლა მეუფე შიოზე მიიტანეს ისტერიული შეტევა

რად უნდა გვჭირდებოდეს ქადაგება იმის გასაგებად, რომ ბოროტების პატიებისა და დაუსჯელობის ვალდებულება არ არსებობს არანაირ კონტექსტში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, მეუფის ქადაგებიდან კონტექსტიდან ამოიღეს ერთი წინადადება და არასწორად ინტერპრეტირებენ.

 

“ახლა მეუფე შიოზე მიიტანეს ისტერიული შეტევა. მისი ქადაგების კონტექსტიდან ამოიღეს ერთი წინადადება და ინტერპრეტირებენ, როგორც აწყობთ. რა არის გაუგებარი მეუფის ნათქვამში?! ან რად უნდა გვჭირდებოდეს ქადაგება იმის გასაგებად, რომ ბოროტების პატიებისა და დაუსჯელობის ვალდებულება არ არსებობს, არანაირ კონტექსტში. მით უმეტეს, რომ ჩამდენი არც ინანიებს და მეტიც, სწორ გზად მიაჩნია დესპოტური მართვა იმ ხალხის, რომელსაც, თურმე, თუკი ფეხქვეშ არ მოიქცევ, არაფერი ესმის. სწორედ ეს თქვა სააკაშვილმა ერთ-ერთ გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბარში, მკაფიოდ, უწმაწური სიტყვებით და ფორმით“, – წერს ვოლსკი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები