spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გია ვოლსკი – ამდენი მსხვერპლი, გადაღლილობა, ეს მგონია მისი გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი

ეკატერინე ტიკარაძე ჩვენი გუნდის წევრია, ის 24-საათიან რეჟიმში მუშაობს უკვე რამდენი ხანია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ის არსად წასულა და პარტიის პოლიტსაბჭოში იქნება.

 

“უშველებელი სისტემა, ბევრი საკითხი იყო მოსაგვარებელი და აი ამ დროს კოვიდი – ამდენი მსხვერპლი, გადაღლილობა, ეს მგონია მისი გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი, ეს ჩემი აზრია. რა მოხდა და როგორ მოხდა, ამასთან დაკავშირებით თავად ქალბატონი ეკატერინე ისაუბრებს. თუმცა ის არსად წასულა. პოლიტსაბჭოს წევრია, საკმაოდ ქმედითია, საკითხების განხილვის დროს, მას საკმაოდ კომპეტენტური მოსაზრებები ჰქონდა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

 

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები