spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ვოლსკი – არჩევნებთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაცია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. 

 

“არჩევნებთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაცია:

 

1. პარტიებთან და სამოქალაქო სექტორთან თითქმის სრული კონსენსუსით გატარდა ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა, რომელიც არ ტოვებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ხელოვნურად გაჩენის შესაძლებლობას

 

2. ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია დაკომპლექტდა 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით, სადაც თითო პარტიას თითო წარმომადგენელი ჰყავს.

 

3. მოხდება შემთხვევით შერჩეული უბნების 10%-ის (დაახლოებით 370 უბანი) ავტომატური გადათვლა, რაც არის შესაძლო მანიპულაციის პრევენციის და კონტროლის უპრეცედენტო ინსტრუმენტი.

 

4. მოხდება ბიულეტენების დათვლის ვიდეოფიქსაცია და ყველა ვიდეოს ინტერნეტში ღია წვდომისთვის განთავსება. შესაბამისად ყველას ექნება ნებისმიერი უბნის ვიდეო ჩანაწერის მეშვეობით ულიმიტოდ გადათვლის საშუალება.

 

5. შეიქმნა საჩივრების ელექტრონული პლატფორმა. ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებელი იქნება საჩივრის შეუფერხებლად წარდგენა.

 

6. უბნების ნაწილში მოხდება ბიულეტენების ელექტრონული მთვლელის პილოტირება”, – წერს ვოლსკი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები