spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“გია ვოლსკი არის საცემი, მისი ტოლი და კაცი რომ ვიყო, ვცემდი”

პარტია "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარლამენტის ვიცეს-პიკერის გია ვოლსკის მიერ ივერი მელაშვილთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"გია ვოლსკი არის საცემი იმისთვის, რაც თქვა. არავის მოვუწოდებ მისი ცემისკენ, არავითარ შემთხვევაში, თუნდაც იმიტომ, რომ ასაკოვანი ადამიანია, მაგრამ მისი ტოლი და კაცი რომ ვიყო, ვცემდი, პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ არავის მოგიწოდებთ.

ანუ რა თქვა დღეს ვოლსკიმ, რომ ივერი მელაშვილი, გულით ავადმყოფი კაცი, 4 თვე რომ ციხეში იჯდა, სპეციალურად მიიყვანეს მაღაზიაში, რომ მას შეურაცხყოფა მიეღო ვიღაცისგან? კარგით რა", – განახცადა ბურჯანაძემ "ფორმულას" ეთერში.

გია ვოლსკიმ დღეს განაცხადა, რომ "მელაშვილს განზრახ დაატარებენ, იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს". 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები