spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ვოლსკი – ასე, გიორგი გახარიასაც შეიძლება დააბრალონ, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდო

“ასე, გიორგი გახარიასაც შეიძლება დააბრალონ, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდო, ცოტა ღირსებას უნდა მოუხმო, როცა ყოფილი პრემიერი ხარ და კონკრეტულ ბრალდებას აჟღერებ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერისთვის იარაღის შესაძლო ჩადების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა. 

 

“დაბრალება ადვილია, აკაკი ბართაიას დაკავება არ წარმოადგენს საკითხს, რაზეც შეიძლება ეჭვები გაგიჩნდეს. ასეთი რამ სახელმწიფოს არ ახასიათებს. არანაირი ფასეული წარმომადგენელი ბართაია არ არის. პირიქით, როდესაც ასეთი რამ ხდება, სწორედ სახელმწიფო პოლიტიკური გუნდი ზიანდება – მეტი პასუხები შენ უნდა გასცე, ვიდრე სხვამ, რომელმაც იარაღი ჩაიდო საბარგულში თუ ქამარში. ვის რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ადამიანის მიმართ, ვისაც არავინ არ იცნობს და არანაირი პოლიტიკური წონა და რესურსი არ გააჩნია?! ასეთივე ბრალდებები იყო გიორგი გახარიას მიმართ, როცა ამბობდნენ, რომ რურუას, რომელსაც არაერთი კანონიერი იარაღი აქვს, არ შეიძლება უკანონო იარაღი ჰქონოდა, მაშინ როცა ქვეყანაში რევოლუციური პროცესები მიმდინარეობდა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

პარტია “საქართველოსთვის” წევრი ირაკლი ბართაია რამდენიმე დღის წინ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გახარიას გუნდში აცხადებენ, რომ ბართაიას იარაღი ჩაუდეს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები