spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გია ვოლსკი – ასეთი უზნეო განცხადებები მომავალი არჩევნების დროს საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ დისკომფორტს შეუქმნით

აბსურდული განცხადებები გვესმის, მათ შორის სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან, რომ არის ნაწამები და ასე შემდეგ და თავისუფალ სივრცეში, კურორტზე უნდა გაიაროს რეაბილიტაციის პერიოდი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

ვოლსკი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მორიგ განცხადებას გამოეხმაურა.

 

“უამრავი ნაწამები ადამიანია იმ რეჟიმის პირობებში, რომელსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. მოშიმშილეც უამრავი ადამიანი ყოფილა, რომელსაც არა თუ ყურადღებას არ აქცევდნენ, არამედ მართლაც რომ აწამებდნენ. ასე რომ, ასეთი უზნეო განცხადებები თავად ამ დაცვის მხარესაც და ვფიქრობ, პოლიტიკურ ძალასაც მომავალი არჩევნების დროს საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ დისკომფორტს შეუქმნის“, – განაცხადა ვოლსკიმ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები