spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ვოლსკი – ეს არის ერთი კოლექტიური “ნაცმოძრაობა“

“ლელო“ იქნება, გახარია, გვარამია, გირჩი თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც ამ ფრონტზე აქტიურობს და ვითომ ხანდახან ერთმანეთს აკრიტიკებენ, ეს არის ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „კურიერი P.S“-ს განუცხადა.

 

მისი თქმით, გახარია პირდაპირ, ღიად ჩაერთო იმ გეგმაში, რასაც ჰქვია დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესის განვითარების გეგმა.

 

“ლელო იქნება, გახარია, გვარამია, გირჩი თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც ამ ფრონტზე აქტიურობს და ვითომ ხანდახან ერთმანეთს აკრიტიკებენ, ეს არის ერთი კოლექტიური ნაცმოძრაობა. გახარია – ეს არის თანამედროვე საქართველოს ისტორიის საოცრება, როდესაც პრემიერ-მინისტრი პირდაპირ, ღიად ჩაერთო იმ გეგმაში, რასაც ჰქვია დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესის განვითარების გეგმა. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ  მანდ არ შეიძლება დამნაშავის აყვანის ოპერაციის ჩატარება. ეს არის ხელმოწერა იმაზე, რომ „ნაცმოძრაობა“ პირდაპირ კავშირშია გახარია-„ნაცმოძრაობის“ რევოლუციურ გეგმასთან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები