spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ვოლსკი – ეს იმედგაცრუება გამოწვეულია იმ პოლიტიკით, რომელსაც მუდმივად ატარებს “ნაციონალური მოძრაობა”

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ანულირება სწორი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან დოკუმენტს მხარს არ უჭერს “შეთანხმების მთავარი მონაწილე და სტაბილურობისთვის მთავარი საფრთხის შემქმნელი” პარტია. 
ვოლსკი აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს ამ პოზიციას მრავალგზის გაუზიარებენ.

 

“მსურს, შევუერთდეთ იმედგაცრუებას, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაეუფლათ, მაგრამ ეს იმედგაცრუება გამოწვეულია იმ პოლიტიკით, რომელსაც მუდმივად ატარებდა, ატარებს და მომავალშიც აპირებს, რომ გაატაროს “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მის გარშემო შეკრებილმა რამდენიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა. მათი მიზანია სრული დესტრუქცია, დესტაბილიზაციის მცდელობა და რევოლუციურ სურათზე არათუ უარის თქმა, არამედ პარლამენტში შემოსვლით კიდევ იმ რესურსების მომრავლება, რომელსაც საბოტაჟი და ქვეყნის რყევის მცდელობა ჰქვია. ეს იმდენად თვალსაჩინო, ნათელია, რომ სხვა კომენტარი ვერ გვექნება.

 

რეალურად, არ შეიძლება იყო შეთანხმებაში, რომელსაც მხარს არ უჭერს შეთანხმების მთავარი მონაწილე და ქვეყნის სტაბილურობისთვის მთავარი საფრთხის შემქმნელი. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებს ათასგზის გავუზიარებთ”, – აცხადებს ვოლსკი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები