spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ვოლსკი – “ნაცმოძრაობა“ ორი ლიდერის ხელში დარჩა და ერთი ბელადის შემყურე

კატეგორიულად აცხადებდა, იგი რომ იყოს სააკაშვილის ადგილზე, აუცილებლად ჩამოვიდოდა და ჩაუდგებოდა სათავეში ამ მოძრაობას. რომ კატეგორიულად მიუღებელია სააკაშვილის ყოფნა უკრაინაში. ახლა რასაკვირველია, შედეგებიდან გამომდინარე საუბრობს და უნდა რომ თავი წარმოაჩინოს უფრო ბრძენად, მაგალითად ვიდრე, ნაყოფიაა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებებს. 

 

“საერთოდ, „ნაცმოძრაობა“ ორი ლიდერის ხელში დარჩა და ერთი ბელადის შემყურე. ორი ლიდერი, რომლებიც ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია – კობა ნაყოფია და ნიკანორ მელია, მაგრამ აერთიანებთ ერთი დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ. ეს არეულობა და რევოლუციური პროცესები პერსპექტივაში არ მოსწონთ. სააკაშვილის შეკვეთა არის მთავარი და „ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად იქცა სააკაშვილის ამ ფანტაზიების მძევლად, რომ იგი რევოლუციური ტალღით იქნება გათავისუფლებული საკნიდან. ეს რეალობაა დღეს შექმნილი ამ პოლიტიკურ პარტიაში“, – განაცხადა ვოლსკიმ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები