“ქართულ ოცნების” წევრი გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისის მერის პოზიციაზე, მათი კანდიდატი, კახი კალაძე გაიმარჯვებს.
ვოლსკი აცხადებს, რომ ეს რეალობაა, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ.
“ნიკა მელიას არანაირი შანსი არ აქვს, რადგან საზოგადოება, როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს, არანაირად არ ესწრაფვის დესტაბილიზაციას. ნიკა მელიას კანდიდატურაც სწორედ ამ კუთხითაა შერჩეული. ეს არის ის რეალობა, რასაც დღეს თვალი უნდა გავუსწოროთ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.