spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ვოლსკი – პრეზიდენტის განცხადებას მნიშვნელოვნად აკლდა დაბალანსება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აფასებს.

 

“განცხადებას მნიშვნელოვნად აკლდა დაბალანსება, ვინაიდან შეთანხმებიდან გასვლა ერთია, ამას სერიოზული საფუძველი და წინაპირობა აქვს. მეორეა, როცა შეთანხმებას საერთოდ არ უერთდები, რაზეც ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს მეტი აქცენტი უნდა გაეკეთებინა, ვინაიდან უკვე ნათელი იყო სიტუაცია რა მიმართულებით ვითარდებოდა. პრეზიდენტმა შედეგები გააანალიზა ისე, როგორც ხედავს. 

 

ცუდია შედეგი, როცა პოლიტიკურ ასპარეზზე პოლიტიკური სუბიექტები რესურსს ვერ ნახულობენ, რათა ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე საერთო პოზიციები შეიმუშაონ, მაგრამ როცა ვითარებას აფასებ, უნდა იყო უფრო ზუსტი და დაბალანსებული. მმართველ პარტიას გარკვეული ვალდებულებები აქვს, მაგრამ რეალობაა ისიც, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტაბილიზაციის სტრატეგიაზე უარი არასდროს უთქვამს. ამის არ დანახვა სწორი არ არის. პრეზიდენტი ეცადა, ასე თუ ისე სიტუაცია უფრო მეტად დაბალანსებული გამოეყვანა, პრაქტიკულად არაობიექტური შეფასება მისცა იმ ნაწილს, რასაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან დესტრუქციული პროცესების განვითარების ინტენსიური მცდელობა ჰქვია. მან ასეთი განცხადების გაკეთება გადაწყვიტა. საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად ესმის, თუ საით მიდის სტრატეგია, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია მიჰყვება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები