spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ვოლსკი – ყველა რევოლუციურ კომიტეტშია გაერთიანებული, ეს ერთი ლეგიონია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, კარგი იქნება, ოპოზიციამ, რევოლუციური და დესტაბილიზაციის გეგმის გარდა, საზოგადოებას რაიმე საინტერესო პროგრამა წარუდგინოს.

 

“მათგან საინტერესო პროგრამას არ ველოდები, ვინაიდან “რევკომი“ უცვლელია ისევე, როგორც გეგმები და ხალხისა და სამშობლოს მიმართ დამოკიდებულება. “ხარი ხართან რომ დააბა, ან ფერს იცვლის, ან ზნეს“, მაგრამ არ მგონია, ან ფერსა და ან ზნეში რაიმე განსხვავებული იყოს ან პოლიტიკურ ველზე ახალი ენერგიის წყარო შემოიტანონ. ეს არის დესტრუქციული ძალების გაერთიანება და არ მგონია, ამ გაერთიანებით ერთს ან მეორეს პროცენტი მოემატოს. 

 

დღეს პარტიების გამსხვილებაზე ლაპარაკი არ არის, რადგან უკვე გამსხვილებულია და ყველა რევოლუციურ კომიტეტშია გაერთიანებული – ეს ერთი ლეგიონია, მათ ერთი სახელი აქვთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები