spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ვოლსკი – რევოლუციური კომიტეტის პროპაგანდამ კრახი განიცადა, მაგრამ მაინც უტიფრად აწვებიან თავისას, ამით ამართლებენ უსამშობლოობას

მეორე ფრონტის, სანქციების, სააკაშვილის წამებულად გამოცხადების პროპაგანდამ კრახი განიცადა, მაგრამ მაინც უტიფრად აწვებიან თავისას, ამით ამართლებენ უსამშობლოობას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

 

“იმდენად მდაბიო საქციელია ურთულესი გამოწვევების წინაშე მყოფი საკუთარი სამშობლოს დესტაბილიზაციის მცდელობები, რომ ხელისუფლებისათვის რუსეთთან, ანუ ოკუპანტთან კოლაბორაციონიზმის უტიფრად დაბრალება ერთადერთია, რითიც რევოლუციურ კომიტეტში გაერთიანებულმა პოლიტიკოსმა ან აქტივისტმა შეიძლება თავი იმართლოს ამომრჩეველთან, ოჯახის წევრებთან, თუნდაც სარკეში ყურებისას.

 

რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნის ან სანქციების დაწესების, სანქციებიდან თავის არიდების ხელშეწყობის ან სააკაშვილის წამებულად გამოცხადების საკითხებზე რევოლუციური კომიტეტის პროპაგანდამ კრახი განიცადა, მაგრამ მაინც უტიფრად აწვებიან თავისას – ამით ამართლებენ უსამშობლოობას“, – წერს გია ვოლსკი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები