spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გია ვოლსკი – სააკაშვილი დავიხსნათ და 10 დღეში მივიღებთ ვადამდელ არჩევნებს, ეს არის ოპოზიციის გეგმა

სააკაშვილი დავიხსნათ და 10 დღეში მივიღებთ ვადამდელ არჩევნებს, ეს არის ოპოზიციის გეგმა – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდრი გია  ვოლსკი აცხადებს. 

 

მისივე თქმით,  ამ გეგმის “შტრიხია” სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანის საკითხიც. 

 

“სასამართლოს თემა, საკააშვილის ციხის კედლებიდან გამოყვანა, მისი მრავალპროფილურ საავადმყოფოში  გადანაცვლება – ეს ყველაფერი არის კონკრეტულ გეგმაში მოქცეული შტრიხები. ეს არის – სააკაშვილი დავიხსნათ და 10 დღეში მივიღებთ ვადამდელ არჩევნებს, თვითონ სააკაშვილის მოწოდებაც ეს არის”, – განაცხადა გია ვოლსკიმ. 

 

მისი თქმით, ამ გეგმის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ღიადაც საუბრობენ და ფარულ ჩანაწერშიც ეს მოისმინეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები