ამ პოზიციით ევროპაში სიარული არა თუ არ წარმოადგენს ჩვენი ერის და საზოგადოების ინტერესებს, არამედ სწორედაც არის სერიოზული პრობლემების მატარებელი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
“სალომე ზურაბიშვილი თავისი პოზიციით არ წარმოადგენს საქართველოს, ვინაიდან ფორმულა, ხალხს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და მთავრობას არ ეკუთვნის, რომელიც ხალხის მიერაა არჩეული, ისევე როგორც თავად სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ დახმარებით და ხალხის უმრავლესობითაა არჩეული. ესაა რეალობა და ამ რეალობის შეცვლა სხვა რომელიმე ფორმატით მავნებლობაა, მით უმეტეს, იმ პოზიციით, რომელიც ჩვენ საპარლამენტო ტრიბუნიდანაც მოვისმინეთ და 26 მაისს კიდევ მოვისმინეთ, მაშინ როდესაც ახალწვეულები ფიცს დებდნენ.
ამ პოზიციით ევროპაში სიარული არა თუ არ წარმოადგენს ჩვენი ერის და საზოგადოების ინტერესებს, არამედ სწორედაც არის სერიოზული პრობლემების მატარებელი. იგი არ წარმოადგენს საქართველოს იმ პროცედურის გათვალისწინებით, რომელიც კონსტიტუციაშია, მით უმეტეს, თუ ვიცით მისი პოზიცია ამ თემასთან მიმართებაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.