spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ვოლსკი – ცუდია, რომ ოპოზიციის ნაწილს ბელგიის გადაწყვეტილება სიხარულს ანიჭებს

ფაქტები აჩვენებს, რომ საქართველო ტურისტულ ჰაბად რჩება და უსაფრთხო ქვეყანაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

 

“ბელგიის გადაწყვეტილება სამწუხაროა. ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციის კონფერენცია ჩატარდა და საქართველოში მთელი მსოფლიოდან იყვნენ ტურისტული ორგანიზაციების ადმინისტრაციები. ასევე, ჩატარდა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები, საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები კალათბურთში, ფეხბურთსა და რაგბიში. 

 

ვფიქრობ, ბელგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში მომხდარ შეჯახებებს ეხება, მაგრამ, ამავე დროს, თავისი შინაარსით პოლიტიკურია. ცუდია, რომ ოპოზიციის ნაწილს ეს გადაწყვეტილება სიხარულს ანიჭებს. ვფიქრობ, რომ მათი მუშაობა გრძელდება, რომ როგორმე დამატებითი ნეგატიური ინფორმაცია შეიტანონ ევროპაში, თუმცა ფაქტები აჩვენებს, რომ საქართველო ტურისტულ ჰაბად რჩება და არის უსაფრთხო ქვეყანა. 

 

რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლას არ ეხება, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ჯგუფი მუშაობს, რათა როგორმე საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზო გადაადგილება შეეზღუდოს. საქართველოს შიდა მტერი გაცილებით მეტი ჰყავს, ვიდრე საგარეო ფორმატში ოპონენტი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები