spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გია ვოლსკი – ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე

ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.

 

“ეს არ არის ევროპული მომავლის მხარდაჭერა, ვინაიდან ზუსტად ვიცით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ “რუსთავი 2“ იყო მიტაცებული ძალით და ყველაზე ყაჩაღური მეთოდით. ასევე, გადაწყვეტილება შეჩერდა 2 წლით, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლო აღშფოთდა, იმდენი რაოდენობის საჩივარი იმაზე, რომ არასწორად იჩაგრება ნიკა გვარამია და ძმები ყარამანაშვილები. 2 წლის განმავლობაში თაღლითური სქემა ჩამოაყალიბა ერთ ადგილიდან მეორე ადგილას ფულის გადაქაჩვის და ეს ყველაფერი ჩამოქვეითებულია იქამდე, რომ ვითომ მანქანით ისარგებლა და ამით დამთავრდა ყველაფერი. ეს ზუსტად იცის იმან, ვინც შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

მისივე თქმით, ბრძოლის ველზე დაბრუნდა ადამიანი, რომელიც გააგრძელებს ომს იმისათვის, რომ საქართველომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

 

“საზოგადოების დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებაში იმავეს ხედავს და არანაირი ევროპული პერსპექტივაზე ზრუნვა ამ გადაწყვეტილებაში არ იგრძნობა.

 

უდიდესი სინანულით ვსაუბრობ სალომე ზურაბიშვილზე, არა იმიტომ, რომ დიდი ენერგია დაიხარჯა მისი პრეზიდენტად არჩევისთვის, არამედ ადამიანი, იმ მონაცემებით, რომელიც მას ჰქონდა თუნდაც განათლების, განვლილი პოლიტიკური გზის, თუნდაც ის, რომ, არის იმ ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ გადაიხვეწა და უცებ რა მივიღეთ?! მივიღეთ ის, რაც ვიხილეთ – 26 მაისს და ვეტოებით“, – განაცხადა ვოლსკიმ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები