spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიჩო მარგველაშვილს და მის მეგობარს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

მოსამართლემ გიჩო მარგველაშვილი და მისი მეგობარი პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის სახით დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.  

 

ადვოკატები მარგველაშვილისთვის 30 000-ლარიან გირაოს, კობა პაიჭაძისთვის კი 10 000-ლარიან გირაოს ითხოვდნენ.

 

“ის რომ პატრულმა გაგვაჩერა და მე იარაღი შევაგდე, ეს არის ტყუილი. მე იარაღი თვალით არ მინახავს.

 

წარსულის შეცდომები იყო, მაგრამ გაიარა ამ ყველაფერმა. მე ბევრად უარეს საქმეებში ვიყავი დამნაშავე, მაგრამ რახან წარსულში დამნაშავე ვიყავი, წარსულში ნახევარი საქართველო დამნაშავე იყო”, – განაცხადა გიჩო მარგველაშვილმა პროცესზე.

 

გიჩო მარგველაშვილი და კობა პაიჭაძე ორი დღის წინ, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ისინი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც პოლიციამ გააჩერა, მანქანაში ჩხრეკა ჩაატარა და იარაღი აღმოაჩინა. მარგველაშვილი ბრალდებას უარყოფს, პაიჭაძე კი აცხადებს, რომ იარაღი მისია. 

 

გიჩო მარგველაშვილი რამდენიმე თვის წინ გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ ანგარიშსწორებაში ფიგურირებდა. 2023 წლის 4 მაისს, ის ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე, საბა გახოკიამ დაჭრა. მარგველაშვილის დაცვამ კახაბერ კამლაძემ კი თავდამსხმელს ესროლა და ადგილზე მოკლა.  კამლაძე სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები