spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიგა ბოკერია – ამაზე მეტი რა ფარდა უნდა ახადონ, ფანტაზია არ მყოფნის, რა უმძიმესი ბრალდება უნდა თქვან

რას თხოვდნენ ამისთანას ქვეყნის ომში ჩართვაზე  მეტს, რასაც ჯერ  არ გვეუბნება  ღარიბაშვილი? – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ქვეყნის პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას  განაცხადა.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თავის განცხადებებით პუტინის პროპაგანდისტული ხაზს იმეორებს.  

 

“ფარდა არ ამახდევინოთ ყველაფერზეო, – პუტინის რუსეთის ასე ამბობდა, უკრაინაში შეჭრას არ ვაპირებ, დასავლეთი იგონებსო, ამავე დროს აცხადებდა, რომ საჭიროა იქ შეჭრა, რადგან ფაშისტები არიანო. ასე არიან ესენიც, თან აცხადებენ, რომ ეს სტატუსი არაფერს ნიშნავს და თან თუ არ მპოგვცემენ, ფარდას ავხდით ყველაფერსო.დასავლეთს – ამერიკას და ევროპას აბრალებენ ქვეყნის ომში ჩართვა უნდათო, ანუ, ქვეყნის მტრები არიანო. ამაზე მეტი რა ფარდა უნდა ახადონ. ფანტაზია არ მყოფნის, რა უმძიმესი ბრალდება უნდა თქვან,  რას თხოვდნენ ამისთანას, ომში ქვეყნის ჩართვაზე და ქვეყნის დაღუპვაზე მეტს, რასაც არ გვეუბნება ჯერ ეს სამარცხვინო,  პოლიტიკური არარაობა, ღარიბაშვილი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკაშირის კანდიდატი წევრის სტატუსი სიმბოლური მნიშვნელობისაა, ამასთან პრემიერმა აღნიშნა, თუ ქვეყანას სტატუსს არ მიანიჭებენ, „ყველაფერს ფარდას ახდის“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები