აქციაც არის ნაწილი იმისა, რომ გავზარდოთ მორალური წნეხი ყველა იმ ადამიანზე, ვინც ცდილობს, შემოგვაპაროს იდეა, რომ ჩვენი შვილების დასაცავად თავისუფლების დათმობაა საჭირო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, აქცია სახელწოდებით „უკრაინისა და ჩვენი თავისუფლების მხარდასაჭერად“, რომელიც ხვალ, 20:00 საათზე პარლამენტთან გაიმართება, შეხსენებაა იმისა, რომ იტყუიება ან ცდება ყველა, ვისაც ამბობს, რომ მტერთან დანებებით, მსხვერპლის არიდება შესაძლებელია.
“ჩვენ უნდა მოვემზადოთ და ხვალინდელი აქციაც არის ნაწილი იმისა, რომ გავზარდოთ მორალური უპირატესობა და მორალური წნეხი ყველა იმ ადამიანზე, ვინც ცდილობს შემოგვაპაროს იდეა, რომ თავისუფლების დათმობაა საჭირო, რომ ჩვენი შვილები დავიცვათ, რაც არის ტყუილი და უზნეობა. ივანიშვილის რეჟიმი სხვა ფააქტორებთან ერთად მაგაზეც დგას – მისი პროპაგანდა ასეთია, მოგწონვართ – არ მოგწონვართ, გინდათ რომ დაგბომბონ? თუ არ გინდათ, ჩვენ ვართ აქ, ვინც ჩავუწვებით რუსეთს და გავძვრებით. ჩვენ თუ წავაგებთ, დაგვბომბავენ და დაიღუპებიან თქვენი შვილები. ეს არ არის მარტივი არგუმენტი, ამას უნდა დავუპირისპირდეთ ჩვენი ისტორიით. ხვალინდელი აქციაც ეს არის. რამხელა მსხვერპლზე წავიდნენ თაობები იმისთვის, რომ თავისუფლება არ დაეთმოთ. და რამხელა მორალური პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ ამ თაობას, რომ ეს ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ გავუშვათ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, დანებებას მოაქვს უფრო დიდი მსხვერპლი.
“ყველას უნდა ახსოვდეს, რომ დანებებას მოაქვს უფრო დიდი მსხვერპლი. 1921 წელს და შემდეგ 1924 წლის აჯანყებას, რომელიც ბრუტალურად ჩაახშეს, მოყვა კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი. ასეთ რეჟიმებს მოაქვთ უბედურება. შეიძლება ეს უბედურება არ იყოს იმ ფორმის, რაც იყო საბჭოთა ტირანია, მაგრამ კადიროვების საბოგინო რომ გახდე, ეს საკმარისზე მეტი უბედურებაა“ , – განაცხადა ბოკერიამ.