spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგა ბოკერია – არ მიგვიღია საბოლოო გადაწყვეტილება თუ რა ფორმით შევძლებთ ან ჩავთვლით შესაძლებლად ამ არჩევნებში მონაწილეობას

ჩვენ არ მიგვიღია საბოლოო გადაწყვეტილება თუ რა ფორმით შევძლებთ ან ჩავთვლით შესაძლებლად ქვეყნისთვის და მათ შორის, ჩვენი თანამოაზრეებისთვის ამ არჩევნებში მონაწილეობას, – ამის შესახებ “ფედერალისტების” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ფედერალისტების” გუნდი აუცილებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

“ჩვენ არ მიგვიღია საბოლოო გადაწყვეტილება თუ რა ფორმით შევძლებთ ან ჩავთვლით შესაძლებლად ქვეყნისთვის და მათ შორის, ჩვენი თანამოაზრეებისთვის ამ არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენ, როგორც მოქალაქეები და როგორც აქტიური ჯგუფი არჩევნებში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ხმის მისაცემად და ამავე დროს, მაქსიმალურად იმ რისკის გასანეიტრალებლად, რომ ოპოზიციაში ბელადობის მომხრეობის გავლენა იყოს მინიმალური”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

“ევროპული საქართველოდან” წამოსულმა ჯგუფმა ახალი პარტია “ფედერალისტები” დააფუძნა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები