spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგა ბოკერია – აუცილებლად მიგვაჩნია კოორდინირება და შეთანხმება ამ არჩევნებზე

 “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე კონსოლიდაცია აუცილებელია.

 

“ევროპულ საქართველოს”, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, აუცილებლად მიგვაჩნია კოორდინირება და შეთანხმება ამ არჩევნებზე როგორც თბილისში, ისე საკვანძო ქალაქებსა და რაიონებში, როგორც მერობის, ისე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე. ჩვენი აზრით, დაგვიანდა ამ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ სჯობს გვიან, კიდევ უფრო გვიან, ვიდრე არასდროს. ამიტომ, იმედი გვაქვს და ასე გვაქვს დაგეგმილი, რომ ორიოდე დღეში, ყველა კითხვაზე იქნება პასუხები გაცემული”, – განაცხადა ბოკერიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები