spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგა ბოკერია – ჩვენ ვართ მოლაპარაკებების ბოლო ფაზაში

“ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, აუცილებელია კოორდინირება და პირველი ეტაპი ამ შეთანხმების სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის, დღეს გაცხადდება. 

 

“ევროპული საქართველოს” ინიციატივა იყო (არა მხოლოდ ამ არჩევნებზე), რომ აუცილებელი იყო და არის კოორდინირება დემოკრატიულ ოპოზიციას შორის, რაც გულისხმობს თბილისში და თბილისის გარეთ, საკვანძო ქალაქებსა და რაიონებში შეჯერებულ მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატებს, ზოგ შემთხვევაში მაჟორიტარებსაც. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაგვიანდა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ჩვენ ვართ მოლაპარაკებების ბოლო ფაზაში და იმედი მაქვს, დღეს იქნება გაცხადებული პირველი ეტაპი ამ შეთანხმებების სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის”- განაცხადა ბოკერიამ.

 

“ნაციონალური მოძრაობა”, რამდენიმე პარტიასთან ერთად, ნიკა მელიას დღეს, თბილისის მერობის საერთო კანდიდატად წარადგენს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები