ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის არაფერს არ წყვეტს, როდის მიიღებს ივანიშვილი სანქციებს. მთავარი ის არის, რომ ეს მიმართულება ჩვენ დაგვანგრევს. ეს არ იქნება ივანიშვილის სანქციები, ეს დაარტყამს მთელ ბიზნესსექტორს, – ამის შესახებ “ფედერალისტების” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას, რომ ურთიერთობის გადატვირთვა სჭირდება დასავლეთთან ეს უკვე კატასტროფაა.
“ხელისუფლებას რომ გადატვირთვა სჭირდება დასავლეთთან, ეს უკვე კატასტროფაა. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ჩვენ ვიყავით მაგალითი რუსეთთან ბრძოლის, მსხვერპლი გავიღეთ. ეს რეპუტაცია გვქონდა და ამის გამო, იყო ინერცია, რომ ამ ხელისუფლების პირობებშიც კი მაინც პარტნიორად აღიქმებოდა საქართველო, მაგრამ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ კარგად გამოჩნდა სინამდვილე.
ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის არაფერს არ წყვეტს, როდის მიიღებს ივანიშვილი სანქციებს. მთავარი ის არის, რომ ეს მიმართულება ჩვენ დაგვანგრევს. ეს არ იქნება ივანიშვილის სანქციები, ეს დაარტყამს მთელ ბიზნესსექტორს. ამ კურსის გაგრძელება, რაც გარდაუვალია, იქნება ან ძალიან სწრაფად დამანგრეველი, ან შედარებით ნაკლებად სწრაფად, მაგრამ დამანგრეველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. უბედურება ის არის, რომ სანამ ეს ხელისუფლება გვყავს, ამის ფასს გადაიხდის საქართველოს ყველა მოქალაქე”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.