spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიგა ბოკერია – დარჩიაშვილი ღარიბაშვილის ოდნავ ნაკლებად აგრესიული ვერსიაა

ღარიბაშვილი ბოლომდე იმტკიცებს პოზიციებს, ამასთან თანმიმდევრულად,  პროპუტინისტური კადრებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ილია დარჩიაშვილი ღარიბაშვილის ნაკლებ აგრესიული ვერსიაა.  

 

“ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, არათუ საგარეო საქმეთა მინისტრის, პრემიერ-მინისტრების გადადგილებებიც კი, არსებითად,  არ ცვლის არაფერს.  ის კაცი მართავს ყველაფერს,  თუმცა ტენდენციებზე, თუ იმ კაცს საით უნდა რომ წაიყვანოს საქმე, მეტყველებს ხოლმე გადაადგილებები. მაგ თვალსაზრისით ეს გადაადგილება, როდესაც ყველა ნიშანია, რომ ღარიბაშვილის პირადი ასისტენტი და თანაშემწე დანიშნეს საგარეო საქმეთა მინისტრად,  იმ ტენდენციის გაღრმავებაა, რომელიც ყველაზე უფრო საგანგაშოა ჩვენი ქვეყნისთვის.  –  როდესაც ივანიშვილის გარემოცვის ეს ფრთა, ღარიბაშვილი ბოლომდე იმტკიცებს პოზიციებს, ამასთან თანმიმდევრულად,  პროპუტინისტური კადრებით. მე  ამ კაცის [ილია დარჩიაშვილის] განცხადება ვნახე ერთი თვის წინანდელი, ღარიბაშვილის ოდნავ ნაკლებად აგრესიული ვერსიაა“, – განაცხადა ბოკერიამ.   

 

პრემიერის გადაწყვეტილებით, საგარეო მინისტრის პოსტზე მთავრობის  ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი  ილია დარჩიაშვილი დაინიშნა, მისი დიპლომატიური კარიერა მხოლოდ პოლონეთში საქართველოს ელჩის პოსტზე 4-წლიან  საქმიანობას მოიცავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები