დღევანდელი მარში არის წინასწარი განაცხადი იმის, რაც უნდა მოხდეს რამდენიმე დღის შემდეგ, – ამის შესახებ “ფედერალისტების” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ქვეყნის მომავალი, თავისუფლება, ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და ქვეყნის შიგნით მოქალაქეების თავისუფლება არის თითოეული ადამიანის მოვალეობა
“დღევანდელ მარშს ვუერთდებით ჩვენ და ვიქნებით რესპუბლიკის მოედანზე 5 საათზე. დღევანდელი მარში არის წინასწარი განაცხადი იმის, რაც უნდა მოხდეს რამდენიმე დღის შემდეგ. ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილისგან საკუთარი მტკიცე ნების დემონსტრირება მოხდება დღეს მარშზე და რაც მთავარია, შემდგომ არჩევნებზე, რადგან ამ ქვეყნის მომავალი, თავისუფლება, ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და ქვეყნის შიგნით მოქალაქეების თავისუფლება არის ჩვენი მოვალეობა და ამ ყველაფრის დასაცავად აუცილებელია გავერთიანდეთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
დღეს თბილისში, 17:00 საათზე მარში – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” გაიმართება.