spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგა ბოკერია – ძალადობრივი ფონი გაზრდილია, რაც არის შედეგები იმ პოლიტიკის, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ატარებს

ქვეყანაში ძალადობრივი ფონი გაზრდილია, რაც არის შედეგები იმ პოლიტიკის, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ატარებს კრიმინალთან მიმართებაში, –  ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ  ყვარელში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე მომხდარი დანაშაულის კომენტირებისას განაცხადა.  

 

მისი თქმით, კარგია, რომ ამჯერად, წინა, ესებუას შემთხვევისაგან განსხვავებით, დანაშაულში ეჭვმიტანილი  დააკავეს, თუმცა ასეთი ფაქტებით ხდება შემდეგი დანაშაულის წახალისება. 

 

“კარგია, რომ წინა შემთხვევისაგან განსხვავებით, ამჯერად ბრალდებულის დაკავება მოხდა, მსხვერპლის გარეშე. ჩვენ ვხედავთ ამ ტიპის თავდასხმებსა და მცდელობებს. ზოგადად, ძალადობრივი ფონი გაზრდილია.  როდესაც ასეთი ფონი არსებობს,  ეს რისკებს ზრდის შემდეგი შემთხვევებისთვის. კარგია, რომ დღეს ასე დამთავრდა, მაგრამ ხვალ და ზეგ კვლავ რისკის ქვეშ ვართ, რომ ადგილი ქონდეს ასეთ დანაშაულს, რომ ან ვიღაცის სიოცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქროს, ან ვიღაცამ გაიტაცოს სხვისი ქონება.  ეს არის შედეგები იმ პოლიტიკის, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ატარებდა კრიმინალთან მიმართებში”, – განაცხადა ბოკერიამ ტელკომპანია “მთავარის” გადაცემაში “დღის სტუმარი”. 

 

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” წლების მანძილზე ალიანსშია კრიმინალურ სამყაროსთან და ეწევა სტატისტიკით მანიპულირებას, რაც თავის დროზე მოქმედმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრობის დროს წაახალისა. 

 

“დღევანდელმა პრემიერმა, შს მინისტრობის დროს დაიწყო სტატისტიკის გაყალბებით პიარის გაკეთება. ეს არის დამანგრეველი სიგნალი სამართალდამცველებისთვის, პირდაპირ კრიმინალის წახალისებაა. ამით პირდაპირ სიგნალს უგზავნი ზემოდან ქვემოთ, ავალდებულებ, რომ ციფრები შეგიმციროს, დანაშაულს კი არ ებრძოლოს, ამით მათ დემორალიზებას ახდენ”- განაცხადა ბოკერიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები