პროდასავლურ ხელისუფლებას რატომ შეიძლება აწყობდეს ღიად პუტინისტური ჯგუფების ბოგინი? იმიტომ რომ ესენი არიან მისი მოკავშირეები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის პრობლემა არის არა რამდენიმე პოლიტპატიმარი, არამედ ის, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, ბოლო პერიოდში ქვეყნის პრეზიდენტი სწორი პოზიციონირებისა, მას სრულად არ აქვს გააზრებული ის საფრთხე, რასაც ეს ხელისუფლება უქმნის ქვეყანას.
“ვერ ვხედავ პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან ბოლომდე გააზრებას იმის, რომ რამხელა საფრთხის წინაშეა ქვეყანა. ოღონდ არ უნდა გვეგონოს, რომ შეიძლება ახლა ვიღაც მნიშვნელოვანი გამოვაშვებინოთ და ამით ჩვენი პრობლემა გადაიჭრება. ჩვენ არ უნდა დავიმშვიდოთ თავი იმით, რომ ეს კაცი ციხიდან გამოვა და ამით პრობლემა მოიხსნება. არა, ზეგ ისევ დაიჭერენ. რაც მთავარია, ერთი და ორი ადამიანის პატიმრობა ხომ არ არის სიმპტომი. სიმპტომი არის ის, რომ ქვეყანა მიდის მთლიანად არასწორი მიმართულებით.
პროდასავლურ ხელისუფლებას რატომ შეიძლება აწყობდეს ღიად პუტინისტური ჯგუფების ბოგინი? იმიტომ რომ ესენი არიან მისი მოკავშირეები, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ეს ხალხი ჭირდებათ. უნდა ვიზრუნოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად, გონივრულ ვადაში ეს რეჟიმი ჩამოვაშოროთ ქვეყანას. სხვანაირად ვერ მოვიპოვებთ სრულ თავისუფლებას და დაცულობას“, – განაცხადა ბოკერიამ.