spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგა ბოკერია – ეს არის უსინდისო სიცრუე, თითქოს რუსეთთან შესაძლებელია ურთიერთობის ისე დალაგება, რომ ნორმალური სახელმწიფო ვიყოთ

ეს არის უსინდისო სიცრუე, თითქოს რუსეთთან შესაძლებელია ურთიერთობის ისე დალაგება, რომ ნორმალური სახელმწიფო ვიყოთ. საფრთხე იზრდება იმ პოლიტიკის შედეგად, რასაც ბიძინა ივანიშვილი აწარმოებს, როცა მარტოები ვრჩებით რუსეთის წინაშე, როგორც ეს 90-იანებში მოგვივიდა, – ამის შესახებ “ფედერალისტების” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული საფრთხე რეალურია.

“ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოებას აჩვენოს, რომ ამ გზით შეიძლება რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. ეს არის უსინდისო სიცრუე, რომ თითქოს  რუსეთთან შესაძლებელია ურთიერთობის ისე დალაგება, რომ ნორმალური სახელმწიფო ვიყოთ, ვიყოთ თავისუფალი და თან არ გვქონდეს საფრთხე, მაგრამ, რეალურად, ამაზე აგებენ კამპანიას, თუმცა, სამწუხაროდ, ამ კამპანიაზე საკმარისი პასუხი არ ისმის ოპონენტებისგან. მთავარი რამე უნდა ვუთხრათ ხალხს, რომ რუსული საფრთხე რეალურია, ეს ტყუილი არ არის, ვხედავთ, უკრაინაში, რაც ხდება და ჩვენ რაც მოგვივიდა, მაგრამ ეს საფრთხე იზრდება იმ პოლიტიკის შედეგად, რასაც ბიძინა ივანიშვილი აწარმოებს, როცა მარტოები ვრჩებით რუსეთის წინაშე, როგორც ეს 1990-იანებში მოგვივიდა”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები