spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიგა ბოკერია – ეს ხელისუფლება მოსვლის დღიდან მტერს და შეთქმულების თეორიას ხედავს დასავლეთში, რუსეთში კი არა

“ქართული ოცნება“ აგრძელებს  პუტინის პროპაგანდას, რომ დასავლეთს უნდა ჩაგვითრიოს ომი, –  ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას“ ანტიდასავლური განცხადებები ახლა არ დაუწყია და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განაცხადა, რომ  „საქართველო არ უნდა იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების  მიზეზი“. 

 

“ქართული ოცნების” პროპაგანდისტული ხაზის გაგრძელებაა, რომ ესენი იცავენ საქართველოს ომისგან, დასავლეთი კი ცდილობს – ჩაგვითრიოს. მარტო ოპოზიცია კი არა, ან უკრაინა, თვითონ  დასავლეთი ცდილობს ჩაგვითრიოს ომში – ეს არის პუტინისტური პროპაგანდის ნაწილი, რომ ხდება დასავლეთის მიერ ჩვენი გამოყენება, ისევე როგორც უკრაინის რუსეთის წინააღმდეგ. ზუსტად ისეთივეა, რაც პუტინის პროპაგანდას უნდა, რომ ეს ჩვენი თავისუფლების საკითხი კი არ არის, არამედ დასავლეთის ინტერესია. ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა ეს რეჟიმი ამ გზაზე. ეს ხელისუფლება მოსვლის დღიდან მტერს და შეთქმულების თეორიას ხედავს დასავლეთში, რუსეთში კი არა, ერთი ერთში იმეორებს პუტინის, ლუკაშენკოს, იანუკოვიჩის რიტორიკას, იქამდე ასლან აბაშიძის“, – განაცხადა ბოკერიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები