spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგა ბოკერია – ეს ნიშნავს იმას, რომ გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს

გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს, – ასე აფასებს “ევროპული საქაართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია კოალიციური მთავრობის აუცილებლობის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.  

 

მისი თქმით, ცხადია, სირთულეს წარმოადგენს ის რომ  კოალიციური მმართველობის ტრადიცია არ გვაქვს. 

 

“ეს ნიშნავს იმას, რომ გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს. ამ შემთხვევაში, სწორია, ქვეყანას სჭირდება. რეალობის გამომხატველი ამბავია, ჩვენს საზოგადოებას ეს მოლოდინი აქვს. ამას სირთულეები ყოველთვის ახლავს, იმიტომ, რომ კოალიციური მმართველობის ტრადიცია ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ოპოზიციამ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამ არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, კრიტიკულმა მასამ აჩვენა, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს გონივრულ კომპრომისებზე წასვლა შეუძლია. ტრადიციის შესაქმნელად ეს მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ბოკერია.

 

სალომე ზურაბიშვილმა ფრანგული “კვირის ჟურნალისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ  კოალიციური მთავრობა აუცილებელია, თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები