იმედია, თქვენ ჩემგან სერიოზულ კომენტარს არ ელით, თუ რა შეიძლება და როგორ შეიძლება ექნა სააკაშვილს, ან ივანიშვილის რეჟიმს, ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, ხვალ ამომრჩეველს შეუძლია თავისი ხმით დაასრულოს ქვეყანაში ეს სამარცხვიო დისკუსია და განსაზღვროს ქვეყნის განვითარება მომავალი ათწლეულების განმავლობაში.
“იმედია, თქვენ ჩემგან სერიოზულ კომენტარს არ ელით იმაზე, თუ რა შეიძლება და როგორ შეიძლება ექნა სააკაშვილს, ან ივანიშვილის რეჟიმს. ხვალ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენი ხმით გადაწყვიტოთ, ამ ქვეყნის ბედი შემდეგი ათწლეულების განმავლობაში და მოხსნათ დღის წესრიგიდან ისეთი სამარცხვინო სადისკუსიო ამბავი, რასაც ხშირად ვაწყდებით ხოლმე და რასაც დღეს ვხედავთ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. ჩემი და ჩვენი საერთო ამოცანაა, მათ შორის სააკაშვილის მომხრეების, ან მოწინააღმდეგეების, რომ ეს უაღრესად სახიფათო რეჟიმი და კონტექსტი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ხვალ ჩვენი ხმის გამოყენებით მოვხსნათ, ეს არის აბსოლუტურად შესაძლებელი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.