ამ ბოლო მონაკვეთში სალომე ზურაბიშვილმა შეასრულა ის ფუნქცია, რაც სახელმწიფო ინსტიტუტს უნდა შეესრულებინა საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით, ამიტომ დაიმსახურა მან საზოგადოების მხარდაჭერა, – ამის შესახებ “ფედერალისტების” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს კოალიციური მთავრობის შექმნაშიც.
“ამ ბოლო მონაკვეთში სალომე ზურაბიშვილმა შეასრულა ის ფუნქცია, რაც სახელმწიფო ინსტიტუტს უნდა შეესრულებინა საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით, ამიტომ დაიმსახურა მან საზოგადოების მხარდაჭერა. ქარტიის ინიციატივაც, ჩემი აზრით, სწორი ინიციატივა იმიტომ, რომ ეს იყო გზავნილი, რომ განსხვავებული შეხედულებების მქონე პოლიტიკოსები ახერხებენ რაღაცაზე შეთანხმებას და ეს გზავნილი მნიშვნელოვანია ჩემთვისაც, როგორც ამ არჩევნებში არამონაწილე ჯგუფის წარმომადგენლისგან.
კოალიციური მთავრობის მიღწევაში პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი როლი. ეს, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.