spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგა ბოკერია – ლოგიკურია, რომ რცხვენოდეთ და მალავდნენ ამ ამბავს

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ “ქართული ოცნების” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ანონსს ეხმაურება. 

 

“ლოგიკურია, რომ რცხვენოდეთ და მალავდნენ ამ ამბავს, იმიტომ რომ ახლა დღეს, ვინც გინდა იყოს, ვინც ივანიშვილის გარემოცვის კანდიდატი იქნება სადმე და მით უმეტეს, ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, ჩათვალეთ, რომ ხმას აძლევთ ღარიბაშვილს ან მორგოშიას. 

 

სწორად რომ გვესმოდეს, კალაძეში აქ აღარ არის საქმე, ეს ერთი ერთმანეთში აზელილი ბოროტების გუნდია, რომელიც ძალადობას გვახვევს თავს და ამიტომ ვიძახი, რომ ყველაზე გამოსაჩენი ადამიანები ამ ბოროტებაში, ღარიბაშვილი, მორგოშია და ეგეთი ხალხი, მაგათ მხარდაჭერას გთხოვთ ახლა კალაძე თქვენ”, – განაცხადა ბოკერიამ.

 

რამდენიმე საათში “ქართული ოცნება” თბილისის მერის კანდიდატად მოქმედ მერს კახი კალაძეს წარადგენს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები