spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგა ბოკერია – ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას ექნებათ ჩვენი საერთო მხარდაჭერა

ნიკა მელიას, როგორც თბილისის მერობის კანდიდატს და ელენე ხოშტარიას, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ექნებათ ჩვენი საერთო მხარდაჭერა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

 

„ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ ივანიშვილის რეჟიმი უბრალოდ საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი გუნდი კი არ არის, არამედ ეს ადამიანი, მისი გარემო, მისი რეჟიმი, მისი მოკავშირეები არიან მყისიერი საფრთხე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, საფრთხე ჩვენი ისტორიული შანსისთვის, რომ საბოლოოდ გავაღწიოთ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პუტინისტური ჭაობიდან და გავხდეთ ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა, სადაც ყველა მოქალაქეს აქვს თავისი თავისუფლების დაცვის შესაძლებლობა და ბედნიერებისკენ სწრაფვის შანსი.

 

ეს არჩევანი ამაზე მკაფიო ვეღარ იქნება. ერთ მხარეს არის ძალადობა, სიძულვილი, პუტინის თაყვანისცემა, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე უარის თქმა და მეორე მხარესაა ჩვენი ისტორიული მისიის შესრულება. ქვეყანა, სადაც ყველას უნდა, რომ ერთმანეთის თავისუფლებას პატივი სცეს. „ევროპული საქართველო” წინა არჩევნებზეც ვიყავით და ვართ ინიციატორი, რომ ამ უაღრესად საშიშ ვითარებაში განსხვავებულმა პოლიტიკურმა ძალებმა, ისეთებმა, რომლებიც ნორმალურ პირობებში ერთმანეთის მწვავე ოპონენტები უნდა იყვნენ განსხვავებული პოზიციების გამო, ვალდებული ვართ ვითანამშრომლოთ და ვიყოთ კოორდინირებაში და ამ კოორდინირების მაგალითი იქნება გზავნილი ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, რომ დემოკრატიული ოპოზიცია სერიოზულად უდგება ამ პასუხისმგებლობას, რომელიც ყველას გვაქვს და სწორედ ამიტომ ახერხებს თანამშრომლობას და კოორდინირებას.
დღეს ერთი ეტაპი კონსულტაციების არის დასრულებული და ეს ეხება თბილისის თვითმმართველობას, სადაც ნიკა მელია, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, როგორც საკრებულოს თავჯდომარე, იქნებიან ჩვენი საერთო მხარდაჭერის მქონე. ამ ოპოზიციური შეთანხმების ფარგლებში „ევროპული საქართველოს” მთავარი პოლიტიკური ინტერესი, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად არის იმ შედეგების აღმოფხვრა, რაც ამ რეჟიმმა მოგვიტანა მთელი ამ წლების განმავლობაში, ესაა ჩვენს ხარჯზე ძალადობის მანქანის დაფინანსება, რესურსების ფლანგვა, კორუფცია და მავნებლური რეგულაციები“, – განაცხადა ბოკერიამ.

 

თბილისის მერობის კანდიდატად ოპოზიციის ნაწილმა ნიკა მელია დაასახელა, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე – ელენე ხოშტარია, ვიცე-მერობის თანამდებობაზე კი ზურაბ ჯაფარიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები