spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიგა ბოკერია – პრობლემა არის ის, რასაც არჩევნების დროს აკეთებს მთავრობა მისი კომისიის წევრებით

“ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

“ნებისმიერი სადამკვირვებლო ჯგუფის აფილირება, რომელიმე პირის დაკავშირება რომელიმე პარტიასთან, მით უმეტეს ოპოზიციასთან, არანაირი პრობლემა არ არის. პრობლემა არის რაც ხდება არა ოპოზიციის, თუნდაც მათთან დაკავშირებული რომელიმე ჯგუფის მიერ არჩევნების დროს, არამედ ის, რასაც აკეთებს მთავრობა მისი კომისიის წევრებით და მათთან დაკავშირებული პირებით. ძალადობა, ჩაყრა, მანიპულაცია, კარუსელი – ეს არის პრობლემა. თუ საზოგადოების მოტყუებაზეა საუბარი, აქ არაფერი დამალული არ არის. საჯაროა, ამ ჯგუფებიდან ერთ-ერთი ჯგუფის დამფუძნებელი ჩვენი პარტიის წევრი იყო მაშინაც და ეს ყველამ იცოდა, გამგეობის წევრი არის. 

 

პრობლემაა, როცა საარჩევნო ადმინისტრაციის ნეიტრალურ წევრებად წარმოაჩენ და შენი უმრავლესობის ნებით ნიშნავ ხალხს, რომელიც საჯაროდ ცნობილია, რომ აღმასრულებელი ვერტიკალის ნაწილია, როცა ასეთ ჯგუფებს აძლევ ფულს, ფულს ურიგებ შენთან დაკავშირებულ ჯგუფებს, რომლებსაც ვითომ ნეიტრალურად წარმოაჩენ.

 

რაც შეეხება ნონიაშვილს, რომელიც არის ჩვენი გუნდის ახალი ლიდერი და ჩვენი სიის პირველი ნომერი, მისი კარიერა ყოველთვის ცნობილი იყო, ჩვეულებრივი ამბავია, რომ ადამიანები არიან სხვდასხვა სამოქალაქო და საზოგადოებრივ ჯგუფში და შემდეგ მიდიან პოლიტიკაში. ეს აბსოლუტურად ნორმალურია, ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ეს არავისთვის არანაირი პრობლემა არ არის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები