spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიგა ბოკერია – პუტინს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ შეაჩერებს, მას შეაჩერებს უკრაინის არმია

პუტინს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ შეაჩერებს, მას შეაჩერებს უკრაინის არმია,  და ხალხი, ასევე ის, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი ითხოვს – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, 

 

მისი თქმით, უკრაინას ჭირდება სამხედრო გარანტიები, სხვა შემთხვევაში იგივე რისკები კვლავ განმეორდება.  

 

“პუტინი რომ ასრულებდეს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, აქამდე არც მივიდოდა საქმე.  იმის ილუზია,  რომ  პუტინი ამ გადაწყვეტილებას შეასრულებს, არავის აქვს. 

 

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მნიშვნელობა აქვს,  როგორც ერთ-ერთ კომპონენტს ამ ბოროტების იმპერიის ხანგრძლივ პერსპექტივაში  საერთაშორისო იზოლაციაში  დარჩენის. ყველა ეს კომპონენტი პუტინის დამარცხების შემდეგ უკვე გახდება ქმედითი. 

 

პუტინის ქმედებებში  ცვლილებებს შეიტანს ის,  რასაც აკეთებს უკრაინის არმია, წინააღმდეგობა  და ხალხი, ის,  თუ როგორც ეხმარება უკრაინას ცივილიზებული სამყარო, ასევე ის გადაწყვეტილებები, რაც დღეს  იხარშება ნატოს სამიტზე. დაგვიანებულია, მაგრამ აუცილებელია,  სწორი გაგებით,  მილიტარიზაცია  აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც პირდაპირ საფრთეს შეუქმნის ამ ბოროტების იმპერიას. 

 

თუ ეს არ იქნება ნატო, მისი ზოგიერთი წევრი ქვეყნის პოზიციის გამო,  მაშინ შეიძლება იყოს ორმხრივი შეთანხმებები ბირთვულ დასავლურ სახელმწიფოსთან, ისეთი მაგალითად, როგორიც აქვს იაპონიას შეერთებულ შტატებთან, რომელიც გულისხმობს მათი მე-5 მუხლის მსგავს ორმხრივ ვალდებულებებს და დასავლური შეარაღებული ძალების მის ტერიტორიაზე განთავსებას. სხვანაირად, სხვა  ვარიანტები ყველა განწირულია იმ რისკისთვის, რომ რაღაც დროის შემდეგ ისევ დადგება ეს საფრთხე.   

 

ეს არის ის, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ თუ ნატოში არ გვიღებთ, ჩვენ გვჭირდება სხვა გარანტიები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები